სომხეთი

სომხეთის რესპუბლიკის მთავრობა ახალ მიმართულებებზე ფრენებს შემსრულებელ ავიაკომპანიებს მხარდაჭერას გაუწევს

1 წუთი კითხვის

სომხეთის რესპუბლიკის მთავრობა ახალ მიმართულებებზე ფრენებს შემსრულებელ ავიაკომპანიებს მხარდაჭერას გაუწევს

სომხეთის რესპუბლიკის მთავრობა გეგმავს 2026 წელს სახელმწიფო დახმარება გაუწიოს იმ ავიაკომპანიებს, რომლებიც განახორციელებენ გადაყვანებს ახალი მიმართულებებიდან ერევნის „ზვარტნოცის“ და გიუმრის „შირაკის“ აეროპორტებში.

„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ განაცხადა ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურების მინისტრმა დავით ხუდატიანმა ეროვნული ასამბლეის მუდმივმოქმედი კომისიების ერთობლივ სხდომაზე, სომხეთის რესპუბლიკის 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის პირველადი განხილვისას.

ავიაციის სფეროსთვის 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გათვალისწინებულია 3.6 მილიარდი დრამი.

„წელს პირველად, სახელმწიფო ბიუჯეტის ფარგლებში, იგეგმება სახელმწიფო მხარდაჭერა იმ ავიაკომპანიებისთვის, რომლებიც ახალ მიმართულებებიდან მოახდენენ მგზავრთა გადაყვანას „ზვართნოცისა“ და „შირაკის“ აეროპორტებში“, - განაცხადა მინისტრმა.

ხუდატიანის განმარტებით, საუბარია იმ ავიაკომპანიებზე, რომლებიც აღნიშნულ პერიოდში ბაზას მოაწყობენ „ზვართნოცის“ ან „შირაკის“ აეროპორტებში.

დაახლოებით 3 მილიარდი დრამი გათვალისწინებულია სუბსიდირების პროგრამისთვის.

წაიკითხეთ სტატია: العربيةEnglishفارسیՀայերենРусский
AREMNPRESS

სომხეთი, ერევანი, 0001, აბოვიანი 9

+374 10 539818
[email protected]
fbtelegramyoutubexinstagramtiktokdzenspotify

ნებისმიერი მასალის სრული ან ნაწილობრივი აღდგენა მოითხოვს "არმენპრესის" საინფორმაციო სააგენტოს წერილობით ნებართვას

© 2026 ARMENPRESS

შექმნილია: MATEMAT