რუსეთი სომხეთსა და აზერბაიჯანს სთავაზობს პლატფორმას სამშვიდობო შეთანხმების გასაფორმებლად
1 წუთი კითხვის

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა განაცხადა, რომ რუსეთის წინადადება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების გასაფორმებლად პლატფორმის შეთავაზების შესახებ კვლავ ძალაშია.
„არმენპრესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იტყობინება.
„ჩვენი წინადადება, რომ შეგვიძლია პლატფორმა დავთავაზოთ სომხეთსა და აზერბაიჯანს სამშვიდობო შეთანხმების გასაფორმებლად, კვლავ ძალაშია“, – აღნიშნა გალუზინმა.
მისი თქმით, რუსეთის მხარე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების დარეგულირებას.