სამხრეთ კავკასიაში იხსნება მშვიდობის, სტაბილურობის და რეგიონული თანამშრომლობის ახალი გვერდი: პარუირ ჰოვჰანისიანი

1 წუთი კითხვის

გაეროში სომხეთის რესპუბლიკის მუდმივმა წარმომადგენელმა პარუირ ჰოვჰანისიანმა მონაწილეობა მიიღო გაეროს გენერალური ასამბლეის 80-ე სესიის პირველი კომიტეტის საერთო დისკუსიაში.

„არმენპრესის“ ცნობით, როგორც გაეროში სომხეთის მუდმივ წარმომადგენლობაში აღნიშნავენ, პარურ ჰოვჰანისიანმა ხაზი გაუსვა, რომ გლობალური განიარაღება და არაგავრცელება სომხეთის საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.

მისი თქმით, ჩვეულებრივი შეიარაღების კონტროლის მტკიცე და ეფექტიანი რეჟიმი, ნდობისა და უსაფრთხოების განმტკიცების ზომებთან ერთად, მნიშვნელოვანია როგორც საერთაშორისო, ისე რეგიონულ დონეზე მშვიდობის შესანარჩუნებლად.

ელჩმა ჰოვჰანსიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ 8 აგვისტოს ვაშინგტონში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დეკლარაციის ხელმოწერით მიღწეულმა პროგრესმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ნდობა იმისა, რომ სამხრეთ კავკასიაში იხსნება მშვიდობის, სტაბილურობის და რეგიონული თანამშრომლობის ახალი გვერდი.

ქართული العربية English Español Հայերեն Русский Türkçe

პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის გამოსვლა ლიდერთა სამიტზე

COP17: „ლიდერები ბუნებისათვის“ სამიტის გახსნის ცერემონია

COP17: იწყება ლიდერთა სამიტი

გაიმართა COP17-ის ფარგლებში მიმდინარე ლიდერთა სამიტის გახსნის ცერემონია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ერევანში ჩავიდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთში ჩავიდა

COP17: დახვედრის საზეიმო ცერემონია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ჩამოსვლა სომხეთში

სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა და ჩეხეთის ელჩმა ეკონომიკურ თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ და საფრანგეთის ელჩმა რიგი საკითხები განიხილეს