ფაშინიანმა ტრამპს სამშვიდობო შეთანხმების შუამავლობისთვის მადლობა გადაუხადა
2 წუთი კითხვის

სომხეთის რესოუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების პარაფირებაში შუამავლობისთვის.
„არმენპრესის“ ცნობით, პრემიერ-მინისტრმა ამის შესახებ დაწერა X-ის თავის მიკრობლოგში, ტრამპის მიერ Truth Social პლატფორმაზე გამოქვეყნებულ პოსტზე რეაგირებისას.
Once again thank you President @realDonaldTrump for brokering this historic agreement with Azerbaijan — something no one before achieved.
— Nikol Pashinyan (@NikolPashinyan) September 17, 2025
Reaffirming my commitment to work on further institutionalization of peace & realization of TRIPP. https://t.co/42OTH6GmrQ
„კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აზერბაიჯანთან ამ ისტორიული შეთანხმების საკითხში მედიაციისთვის, რაც მანამდე არავის არ გამოუვიდა. ვადასტურებ ჩემს ერთგულებას, რომ ვიმუშაო სამშვიდობო პროცესის შემდგომ ინსტიტუციონალიზაციაზე და „ტრამპის გზის“ განხორციელებაზე“, - დაწერა ფაშინიანმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა თავის მიმართვაში დიდი პატივია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზებაში წვლილის შეტანა და ამავდროულად ორ დიდ ლიდერთან, ნიკოლ ფაშინიანთან და ილჰამ ალიევთან მეგობრობა.
„ეს ჩემთვის, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, ხანგრძლივი მეგობრობა იქნება“, - განაცხადა ტრამპმა.