ჩვენ ვუჭერთ მხარს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის შესახებ მოლაპარაკებებს: ფეზეშქიანი

1 წუთი კითხვის

სამხრეთ კავკასიაში მშვიდობა ირანისთვის სტრატეგიული პრიორიტეტია.

„არმენპრესის“ ცნობით, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრის შემდეგ ამის შესახებ განაცხადა ირანის პრეზიდენტმა მასუდ პეზეშქიანმა.

„ირანისთვის სამხრეთ კავკასიაში მშვიდობა სტრატეგიული პრიორიტეტია და ჩვენ ვუჭერთ მხარს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის მოლაპარაკებებს. ირანის პოზიცია ყოველთვის იყო ის, რომ კავკასიაში საზღვრები უცვლელი უნდა დარჩეს, რადგან გვგონია, რომ მათი ცვლილება შეიძლება გეოპოლიტიკური კონკურენციის მიზეზად იქცეს“, – აღნიშნა ირანის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ირანი თავის მეზობლებს, განსაკუთრებით სომხეთს, მშვიდობასა და სტაბილურობას უსურვებს, რადგან ინტეგრაცია და მეგობრობა უსაფრთხოებისა და განვითარების გზაზე სვლის საუკეთესო ფაქტორებია.

„ჩვენ ყოველთვის ვიცავდით სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობას, ეს ჩვენი პოლიტიკაა და ჩვენ წინააღმდეგნი ვართ რეგიონში ნებისმიერი ძალის გამოყენების“, – განაცხადა ფეზეშქიანმა და კიდევ ერთხელ გაიმეორა ირანის პოზიცია, რომ სამხრეთ კავკასიაში პრობლემები უნდა გადაწყდეს რეგიონის ქვეყნების მიერ, რადგან გარე ძალების ჩარევამ შეიძლება კიდევ უფრო გაართულოს ვითარება.

ქართული English Español Français Հայերեն Русский 中文

სომხეთი პოზიციონირებს, როგორც საერთაშორისო მაღალი დონის ღონისძიებების მასპინძელი ქვეყანა: ფაშინიანი

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის გამოსვლა COP17-ის გახსნის ცერემონიაზე

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის გამოსვლა COP17-ის გახსნის ცერემონიაზე

COP17-ის გახსნის საზეიმო ცერემონია: პირდაპირი

ლეონარდო დიკაპრიომ მხარდაჭერა გამოუცხადა სომხეთისა და კოლუმბიის ინიციატივას, რომელიც საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობების აღდგენას ისახავს მიზნად

პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის გამოსვლა ლიდერთა სამიტზე

COP17: „ლიდერები ბუნებისათვის“ სამიტის გახსნის ცერემონია

COP17: იწყება ლიდერთა სამიტი

გაიმართა COP17-ის ფარგლებში მიმდინარე ლიდერთა სამიტის გახსნის ცერემონია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ერევანში ჩავიდა