ტრამპმა პუტინთან შეხვედრისკენ გამგზავრებამდე განაცხადა, რომ ფსონები მაღალია ანკორიჯის
1 წუთი კითხვის

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რუს კოლეგა ვლადიმირ პუტინთან ალასკაში შეხვედრისკენ გამგზავრებამდე, საკუთარ Truth Social პლატფორმაზე დაწერა, რომ ამჟამად მიმდინარე მოვლენებს სერიოზული მნიშვნელობა აქვს, იტყობინება „არმენპრესი“.
„ფსონები მაღალია“, - დაწერა ტრამპმა.
პრეზიდენტმა არ დააზუსტა, კონკრეტულად რას გულისხმობდა.
ტრამპი პუტინთან შეხვედრას ანკორიჯის ქალაქის ელმენდორფ-რიჩარდსონის სამხედრო ბაზაზე გამართავს 15 აგვისტოს.