სომხეთი არასდროს განიხილავდა, არ განიხილავს და არვ განიხილავს ტრანსპორტის იმ მარშრუტებს, რომლებიც შეუთავსებელია სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობასთან და სუვერენიტეტთან։ პრემიერის პრესმდივანი

3 წუთი კითხვის

სომხეთის რესპუბლიკა არასოდეს განიხილავდა, არ განიხილავს და არც განიხილავს ისეთი ტრანსპორტული მარშრუტების ვარიანტებს, რომლებიც გადის სომხეთის ტერიტორიაზე და შეუთავსებელია სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიულ მთლიანობასთან, სუვერენიტეტთან და იურისდიქციასთან.

ამის შესახებ კიდევ ერთხელ განაცხადა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის პრესმდივანმა ნაზელი ბაღდასარიანმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე, რეგიონული სატრანსპორტო მარშრუტების გახსნის თემასთან დაკავშირებით სომხეთის პოზიციების ირგვლივ ბოლო პერიოდში მედიისა და საზოგადოებრივი დისკუსიების დროს წარმოქმნილ დაბნეულობაზე საუბრისას.

როგორც „არმენპრესი“ იუწყება, პრესმდივნის განცხადება შემდეგია:

„შეგვიმჩნევია, რომ სომხურ მედიაში არსებობს გარკვეული დაბნეულობა სომხეთის პოზიციებთან დაკავშირებით რეგიონული სატრანსპორტო მარშრუტების გახსნის თემაზე, და მედიასაშუალებები ფიქრობენ, რომ სომხეთის ოფიციალური პირების განცხადებებს შორის წინააღმდეგობაა.

სხვათა შორის, ეს გარკვეულწილად გასაგებიც არის, რადგან თემას ბევრი სენსიტიური ელემენტი ახლავს, რომლებიც კიდევ უფრო რთულდება ზოგიერთი ტერმინის გამოყენებისას, როგორიცაა იჯარა, ლიზინგი, მშენებლობის უფლება, აუთსორსინგი. ყოველი ეს ტერმინი, რა თქმა უნდა, სხვადასხვა მნიშვნელობას იძენს იმის მიხედვით, კონკრეტულად რას ეხება.

მედიის წარმომადგენლებისთვის ამ საკითხის გასამარტივებლად კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, რომ სომხეთის რესპუბლიკა არასდროს განიხილავდა, არ განიხილავს და არც განიხილავს ისეთი სატრანსპორტო მარშრუტების ვარიანტებს, რომლებიც შეუთავსებელია სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიულ მთლიანობასთან, სუვერენიტეტთან და იურისდიქციასთან.

პირიქით, სომხეთის რესპუბლიკა, თავისი ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და იურისდიქციის ფარგლებში, განიხილავს რეგიონული სატრანსპორტო მარშრუტების ამოქმედების სხვადასხვა ფორმულას და დაინტერესებულია, რომელიმე მათგანზე მიღწეულ იქნას შეთანხმება.

სომხეთის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც ამბობენ, რომ სომხეთი არ განიხილავდა, არ განიხილავს და არც  განიხილავს, აქვთ მხედველობაში მხოლოდ ის ვარიანტები, რომლებიც შეუთავსებელია სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობასთან, სუვერენიტეტთან და იურისდიქციასთან.

სომხეთის ის წარმომადგენლები კი, ვინც საუბრობს მიმდინარე განხილვებზე, გულისხმობენ იმ ფორმულებს, რომლებიც თავსებადია სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობასთან, სუვერენიტეტთან და იურისდიქციასთან, მათ შორის მშენებლობის უფლების ფორმით, რაზეც პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა 16 ივლისის პრესკონფერენციაზე ილაპარაკა.

სომხეთის ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი და იურისდიქცია, ცხადია, ვერ გადავა აუთსორსზე. რკინიგზის, მილსადენების და ელექტროგადამცემი ხაზების ბიზნესის მართვა შეიძლება. სხვათა შორის, ავტომაგისტრალების მომსახურება და მმართველობა სომხეთში ყოველთვის გადაეცემოდა კერძო კომპანიებს. სხვა საქმეა, ვინ რა ხარისხით ახორციელებს ამ მმართველობას. თუმცა ეს უკვე სხვა საკითხია და არ ეხება ჩვენს თემას“.

ქართული العربية English Español فارسی Français Հայերեն Русский Türkçe 中文

სომხეთის პარლამენტის კომისიამ TRIPP-ის შესახებ სომხეთ-აშშ-ის ჩარჩო შეთანხმების რატიფიცირების პროექტს დადებითი დასკვნა მისცა

არარატ მირზოიანი TRIPP-სა და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის რეგულაციებს შორის წინააღმდეგობას ვერ ხედავს

სომხეთი და ტაჯიკეთი გარემოს დაცვის სფეროში თანამშრომლობას აღრმავებენ: ჰოვჰანეს მარტიროსიანი

ინფრასტრუქტურის განთავსების ადგილები ჯერ განსაზღვრული არ არის: მირზოიანი TRIPP-ის მარშრუტების შესახებ

სომხეთსა და აშშ-ს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის სრულიად ახალი, უპრეცედენტო დონეა: მირზოიანი TRIPP-ის შესახებ

პლუტონი, სიცოცხლის ძიება სამყაროში და კაცობრიობის დაუოკებელი სწრაფვა უცნობის აღმოსაჩენად: ინტერვიუ ინჟინერ ალან სტერნთან

COP17: არნო ბაბაჯანიანი და ბალერინა თოჯინების თეატრის სპექტაკლი

შეიძლება მიღებულ იქნას ერთობლივი გადაწყვეტილება სომხეთის მიმართ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ხელშეკრულების მოქმედების დროებით შეჩერების შესახებ: მთავრობათაშორისი საბჭოს ანგარიში

ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ უკრაინა ნატოს არ უნდა შეუერთდეს

სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ჩეხეთში გაემგზავრა