სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა უარყო ინფორმაცია ჯერმუკის მიმართულებით სამხედრო პოზიციის დაკავების შესახებ
1 წუთი კითხვის

მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს „ჯერმუკის მიმართულებით სამხედრო პოზიციაა დაკავებული“, არ შეესაბამება სინამდვილეს.
„არმენპრესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ განაცხადა სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა არამ თოროსიანმა „ფეისბუქზე“ გაკეთებული პოსტით.
„ვუხმობთ ყველას, თავი შეიკავონ ყალბი და დეზინფორმაციული ცნობების გავრცელებისგან, მით უმეტეს, რომ თავდაცვის სამინისტრომ ჟურნალისტური პირველიივე შეკითხვის პასუხად უარყო აღნიშნული ინფორმაცია“, - აღნიშნულია პოსტში.