ევროპა

სომხეთის რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანმა შვედეთის ელჩი მიიღო

1 წუთი კითხვის

სომხეთის რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანმა შვედეთის ელჩი მიიღო

სომხეთის რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა 7 ივლისს მიიღო შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პატრიკ სვენსონი, რომელიც ასრულებს თავის დიპლომატიურ მისიას სომხეთში․

როგორც „არმენპრესი“ უშიშროების საბჭოს ოფისის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება, არმენ გრიგორიანმა ხაზგასმით აღნიშნა ელჩის წვლილი სომხეთ-შვედეთის როგორც ორმხრივი, ასევე მრავალმხრივი თანამშრომლობის განვითარებაში․ არმენ გრიგორიანმა მადლობა გადაუხადა პატრიკ სვენსონს სომხეთსა და შვედეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისკენ მიმართული ეფექტიანი საქმიანობისთვის, მიულოცა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საპატიო მედლით დაჯილდოება და უსურვა პროფესიული წარმატებები მომავალშიც․

ელჩმა პატრიკ სვენსონმა თავის მხრივ მადლობა გადაუხადა მიღებისთვის და დიპლომატიური მისიის განმავლობაში სომხეთის მხრიდან გამოჩენილი მხარდაჭერისთვის. ელჩმა კმაყოფილებით აღნიშნა სომხეთ-შვედეთის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის გაფართოება, კერძოდ, ხაზი გაუსვა პარლამენტთაშორისი თანამშრომლობის განვითარებას. პატრიკ სვენსონმა გამოთქვა რწმენა, რომ ორმხრივ ურთიერთობებს დიდი განვითარების პოტენციალი აქვთ.

შეხვედრისას მხარეებმა ასევე განიხილეს ორმხრივი ინტერესის მქონე საკითხები.

წაიკითხეთ სტატია: EspañolفارسیFrançaisՀայերենРусский中文
AREMNPRESS

სომხეთი, ერევანი, 0001, აბოვიანი 9

+374 10 539818
[email protected]
fbtelegramyoutubexinstagramtiktokdzenspotify

ნებისმიერი მასალის სრული ან ნაწილობრივი აღდგენა მოითხოვს "არმენპრესის" საინფორმაციო სააგენტოს წერილობით ნებართვას

© 2026 ARMENPRESS

შექმნილია: MATEMAT