რუსეთი გულწრფელად დაინტერესებულია მოძმე სომხეთის სტაბილურობ: ზახაროვა
1 წუთი კითხვის

რუსეთი გულწრფელად არის დაინტერესებული მოძმე სომხეთის სტაბილურობით.
როგორც „არმენპრესის“ კორესპონდენტი იუწყება მოსკოვიდან, ამის შესახებ განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ 2 ივლისს გამართულ ბრიფინგზე.
„სტაბილური, აყვავებული, განვითარებადი სომხეთი: ასეთი სახელმწიფო და ხალხი გვინდა ვიხილოთ“, - აღნიშნა რუსეთის წარმომადგენელმა.
ზახაროვამ ხაზი გაუსვა, რომ მოსკოვი მხარს უჭერს სომხეთში კანონიერების დაცვას, რომელიც დაფუძნებულია კონსტიტუციაზე, ასევე მოქალაქეების რელიგიური თავისუფლებებისა და უფლებების უზრუნველყოფას.