სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა მიიღო საფრანგეთის სომხური ფონდის გამგეობის წევრი რობერტ აიდაბირიანი
1 წუთი კითხვის

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მიიღო საფრანგეთის სომხური ფონდის გამგეობის წევრი რობერტ აიდაბირიანი.
„არმენპრესი“-ს ინფორმაციით, სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ნიკოლ ფაშინიანმა მიესალმა რობერტ აიდაბირიანის ვიზიტს სომხეთში და ხაზი გაუსვა მის საქმიანობას სამშობლოში და დიასპორაში.
რობერტ აიდაბირიანმა აღნიშნა, რომ იზიარებს პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის შეხედულებებს სომხეთის სახელმწიფოებრიობის გაძლიერების თაობაზე. მან მხარი დაუჭირა „ნამდვილი სომხეთის“ იდეოლოგიას.
თანამოსაუბრეებმა განიხილეს საჯარო ადმინისტრირების სისტემაში რეფორმების პროცესის, სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკური განვითარების, განათლების პროგრამებისა და სხვა სექტორების საკითხები.