სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა ევროკომისიის წარმომადგენელთან „მშვიდობის გზაჯვარედინის“ ინიციატივის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილა
1 წუთი კითხვის

ვიცე-პრემიერი მჰერ გრიგორიანი შეხვდა ევროკომისიის გაფართოების და აღმოსავლეთ სამეზობლო პოლიტიკის საკითხებზე გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელ გერტ იან კუპმანის მიერ ხელმძღვანელობადელ დელეგაციას.
„არმენპრესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ განცხადება გაავრცელა სომხეთის რესპუბლიკის მთავრობამ.
შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს რეგიონში დეესკალაციისა და დაკავშირებადობის გაზრდასთან დაკავშირებულ, კერძოდ სომხეთის მთავრობის „მშვიდობის გზაჯვარედინის“ ინიციატივის განხორციელების საკითხებზე.
მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ევროკავშირის, სამხრეთ კავკასიისა და აზიის რეგიონებს შორის ეკონომიკური, სატრანსპორტო, ენერგეტიკული და საკაბელო კავშირების გაფართოების აუცილებლობა.
განიხილეს ასევე 2024 წელს ბრიუსელში გამოცხადებული გამძლეობისა და ზრდის გეგმის ფარგლებში 2025-2027 წლებისთვის დაგეგმილი ღონისძიებები.