დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ სომეხთა გენოციდის უდანაშაულო მსხვერპლთა ხსოვნას։ ნიკოლ ფაშინიანი

3 წუთი კითხვის

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მიმართვა გაავრცელა სომეხთა გენოციდის 110-ე წლისთავის მიმართ.

როგორც „არმენპრესი“ იუწყება, მიმართვაში ნათქვამია:

„ძვირფასო ხალხო, ძვირფასო სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეებო,

დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ სომეხთა გენოციდის უდანაშაულო მსხვერპლთა ხსოვნას, რომლებიც 1915 წლიდან გაჩაღებული ჟლეტისა და მასობრივი გადასახლებების მსხვერპლნი გახდნენ․

ოსმალეთის იმპერიის არსებობის უკანასკნელ პერიოდში მომხდარმა ამ მოვლენებმა ღრმა კვალი დატოვა ყოველი სომეხის სულსა და ცნობიერებაში. ბევრი სომხეთის მოქალაქისთვის გენოციდი არ არის მხოლოდ ეროვნული, არამედ ასევე ოჯახური და პირადი ტრაგედია․

ამ ტრაგედიის გადატანა ჩვენი ეროვნული დღის წესრიგის ცენტრალური საკითხია უკვე ერთი საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად ფორმალურად იყო იგი ასე ჩამოყალიბებული․

ამ დღის წესრიგთან დაკავშირებით ჩემი და მთავრობის მოსაზრებები შეჯამდება შემდეგში: განვითარებული, სუვერენული, უსაფრთხო, ანუ დემარკირებული და დელიმიტირებული საზღვრების მქონე სომხეთის რესპუბლიკა არის სომეხთა გენოციდის ტრაგედიის გადატანის გზა, ჩვენი ხალხის ყველა მსხვერპლისა და წვლილებისადმი ჩვენი ერთგულების სიმბოლოა.

სახელმწიფო და სახელმწიფოებრივი ინტერესები, საერთაშორისო დონეზე აღიარებული ტერიტორიის მქონე სომხეთის რესპუბლიკა, მოწესრიგებული ურთიერთობები მეზობლებთან, ღია საზღვრები, მშვიდობა, შრომა, კეთილდღეობა, თავისუფალი და დაცული მოქალაქე - აი, რა უნდა ინახავდეს სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას, აი, როგორ უნდა გადავლახოთ სომეხთა გენოციდის ტრაგედი.

საყვარელო ხალხო, ძვირფასო სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეებო,

ჩვენ მივდივართ ამ გზით, რადგან ასე ვგებულობთ იმ გზავნილს, რომელსაც გვაწვდის ისტორია, ასე ვგებულობთ თითოეული თქვენგანის, სომხეთის რესპუბლიკის თითოეული მოქალაქის გულისცემას, რომელიც არ გადაიცემა არც ერთ ტელევიზიაში, არ გამოიხატება არც ერთ სოციალურ ქსელში, მაგრამ ისმის იმ მმართველი უმრავლესობის მიერ, რომელიც თქვენივე ხმით იქმნა სომხეთის რესპუბლიკაში, ისმის პირადად ჩემთვისაც.

ამ გზის გავლა არა ოპტიმიზმის ან პესიმიზმის, არამედ მისიების საკითხია – უზრუნველვყოთ სომხეთის რესპუბლიკის, ჩვენი სამშობლო–სახელმწიფოს მუდმივობა. და მტკიცედ მწამს, რომ ჩვენ ხალხი და მისი არჩეული მმართველი გუნდი არ გავუშვებთ ამ შესაძლებლობას ჩვენი მოწამეების და ჩვენი მომავალი თაობების სასარგებლოდ.

დიდება მოწამეებს და გაუმარჯოს სომხეთის რესპუბლიკას“.

ქართული English Español Français Հայերեն Русский Türkçe

პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანი სომხეთში საფრანგეთის საელჩოს ეწვია

სომხური წარმოების თევზის პროდუქტების ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტის პროცესი

სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გაეროს გენერალური მდივნის სამშვიდობო ოპერაციების საკითხებში მოადგილეს შეხვდა

სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა სომხეთში ევროკავშირის პარტნიორობის მისიის ახლად დანიშნული ხელმძღვანელი მიიღო

„TRIPP“-ის განვითარების კომპანიაში აშშ-ს 74%, ხოლო სომხეთს 26% წილი ექნება - სომხეთის მთავრობამ შეთანხმების რატიფიცირების პროექტს მხარი დაუჭირა

„ვიწყებთ TRIPP-ის გარშემო სტრატეგიული შეთანხმების რატიფიცირების პროცესს“ - საგარეო საქმეთა მინისტრი

ურუგვაის სენატორთა პალატაში ერევანში გასამართ COP17-სადმი მიძღვნილი სხდომა გაიმართა

სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის სხდომა

აშშ-ში სომხური სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ამერიკულ ბაზარზე ექსპორტის შესაძლებლობები განიხილეს

ფონდ „Tripp+“-ს კონსტანტინ სოკოლოვი უხელმძღვანელებს