სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერმა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ფედერალური ეროვნული საბჭოს დელეგაციის ხელმძღვანელმა რამდენიმე საკითხი განიხილეს

2 წუთი კითხვის

ტაშკენტში გამართული საპარლამენტთაშორისო კავშირის 150-ე ასამბლეის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის მოადგილე ჰაკობ არშაკიანი შეხვდა საპარლამენტთაშორისო კავშირში არაბთა გაერთიანებული საამიროების ფედერალური ეროვნული საბჭოს დელეგაციის ხელმძღვანელსა და საპარლამენტთაშორისო კავშირის ვიცე-პრეზიდენტს ალი რაშიდ ალ-ნუაიმის.

ეროვნული ასამბელის ვიცე-სპიკერმა აღნიშნა, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროები სომხეთისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და სანდო პარტნიორია.

როგორც „არმენპრესს“ აცნობეს სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეიდან, ჰაკობ არშაკიანმა ხაზი გაუსვა საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის განვითარებას და აღნიშნა, რომ პარლამენტთაშორისი სხვადასხვა ფორმატის პლატფორმები შესაძლებლობას იძლევა განხილული იქნას მრავალრიცხოვანი საკითხი, რომლებიც ურთიერთ ინტერესს წარმოადგენს.

ჰაკობ არშაკიანმა თავის კოლეგას გააცნო სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარება, ხაზი გაუსვა რეგიონში მშვიდობის დამკვიდრების მნიშვნელობას და კიდევ ერთხელ დაადასტურა სომხეთის რესპუბლიკის ერთგულება მშვიდობის დღის წესრიგისადმი.

ალი რაშიდ ალ-ნუაიმიმ მხარდაჭერა გამოუცხადა სომხეთის ძალისხმევას რეგიონში მშვიდობის დამყარებისკენ და გლობალური არასტაბილურობის პირობებში კონსტრუქციული ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

მოსაუბრეებმა განიხილეს ორმხრივი დღის წესრიგის რამდენიმე საკითხი.

ეროვნულის ასამბლეის ვიცე-სპიკერმა თავის კოლეგას გააცნო სომხეთის მთავრობის „მშვიდობის გზაჯვარედინი“ ინიციატივა და აღნიშნა, რომ ინფრასტრუქტურის განბლოკვას გავლენა ექნება არა მხოლოდ რეგიონზე, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.

დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ეროვნული ასამბლეის საფინანსო-საკრედიტო და ბიუჯეტის საკითხთა მუდმივი კომისიის თავმჯდომარე წოვინარ ვარდანიანი, ჯანდაცვის საკითხთა მუდმივი კომისიის თავმჯდომარე არსენ თოროსიანი, პარლამენტის წევრი ჰასმიკ ჰაკობიანი და ეროვნული ასამბლეის აპარატის ხელმძღვანელი, უფროსი მდივანი დავით არაქელიანი.

ქართული العربية English Հայերեն Русский Türkçe

შეიძლება მიღებულ იქნას ერთობლივი გადაწყვეტილება სომხეთის მიმართ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ხელშეკრულების მოქმედების დროებით შეჩერების შესახებ: მთავრობათაშორისი საბჭოს ანგარიში

ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ უკრაინა ნატოს არ უნდა შეუერთდეს

სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ჩეხეთში გაემგზავრა

COP17-ის მწვანე ზონა ფართო საზოგადოებას მრავალშინაარსიანი პლატფორმებითა და ღონისძიებებით წარუდგება

მიღწეულია შეთანხმება მატერიალური რეზერვისა და მზადყოფნის სფეროში თანამშრომლობის გაფართოებაზე: შს მინისტრი გაეროს სურსათის მსოფლიო პროგრამის წარმომადგენელს შეხვდა

სომხეთის რესპუბლიკის გარემოს დაცვის მინისტრი 2 წლის ვადით COP17-ის პრეზიდენტად აირჩიეს

ამულსარის საბადოს ექსპლუატაციას გარემოზე ძალიან მცირე ზეგავლენა ექნება: გევორგ პაპოიანი

სომხეთი პოზიციონირებს, როგორც საერთაშორისო მაღალი დონის ღონისძიებების მასპინძელი ქვეყანა: ფაშინიანი

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის გამოსვლა COP17-ის გახსნის ცერემონიაზე

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის გამოსვლა COP17-ის გახსნის ცერემონიაზე