თუ სომხეთი არ გადაიხდის თავის წილს კუხო-ში, შესაძლოა განხილულ იქნას სხვადასხვა სცენარი
3 წუთი კითხვის

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრ პანკინმა განაცხადა, რომ სომხეთს არ შეუტყობინებია კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან გასვლის შესახებ და ერევანი არც აპირებს ორგანიზაციის დატოვებას, არამედ უბრალოდ შეაჩერა თავისი საქმიანობა.
როგორც „არმენპრესი“ იუწყება, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ამის შესახებ განაცხადა „РИА Новости“-სთან ინტერვიუში.
„ერევანს არ შეუტყობინებია ჩვენთვის გასვლის შესახებ. ისინი (სომხეთი) არ აპირებენ წასვლას, მათ შეაჩერეს თავიანთი საქმიანობა, მაგრამ ამავე დროს კუხო-ს წევრებად რჩებიან“, – აღნიშნა პანკინმა.
მან ასევე გამოხატა იმედი, რომ სომხეთ-კუხო-ს საკითხი მოგვარდება და ამ მიმართულებით ერევანსა და მოსკოვს შორის დიალოგი მიმდინარეობს.
„ჩვენ ყოველთვის საუკეთესოს ველით. ჩვენ ვაწარმოებთ დიალოგს ერევანთან მთელ დღის წესრიგზე ორმხრივ, რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე“, – განაცხადა პანკინმა.
კუხო-ში სომხეთის წევრობასა და ორგანიზაციაში ერევნის შენატანზე საუბრისას, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ თუ 2025 წლის ბოლომდე სომხეთი არ გადაიხდის კუხო-ს ბიუჯეტში თავის წილს, ორგანიზაციის წევრი ქვეყნები შეიძლება განიხილავდნენ სხვადასხვა სცენარს, თუმცა, სავარაუდოდ, არავის გარიცხავენ
„2026 წლის 1 იანვრამდე შესაძლოა შეიქმნას სიტუაცია, რომ ორი წლის განმავლობაში გადახდების არარსებობის შემთხვევაში, წევრი ქვეყნები განიხილავენ სხვადასხვა სცენარს“, – განაცხადა პანკინმა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 2024 წლის თებერვალში განაცხადა, რომ სომხეთმა შეაჩერა თავისი მონაწილეობა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის მუშაობაში.
„ვაფასებ, რომ კუხო-მ ვერ შეასრულა თავისი ვალდებულებები სომხეთის მიმართ უსაფრთხოების სფეროში, განსაკუთრებით 2021 და 2022 წლებში, და ეს ვერ დარჩებოდა შედეგების გარეშე. ამ შედეგი არის ის, რომ პრაქტიკულად, ფაქტობრივად, ჩვენ შევაჩერეთ ჩვენი მონაწილეობა კუხო-ში“, – განაცხადა ფაშინიანმა.
სომხეთმა შეწყვიტა როგორც ორგანიზაციის ბიუჯეტში თავისი წილის გადახდა, ასევე წარმომადგენლების გაგზავნა ორგანიზაციის ღონისძიებებსა და სწავლებებზე.