ლავროვმა ერ-რიადში რუსეთისა და აშშ-ის ურთიერთობების გაუმჯობესებაზე ისაუბრა
1 წუთი კითხვის

ერ-რიადში გამართული რუსულ-ამერიკული მაღალი დონის მოლაპარაკებების დროს ორივე ქვეყანამ იმუშავა ურთიერთობების გაუმჯობესების მიმართულებით, რაც წარმატებით წარიმართა.
როგორც „არმენპრესი“ „რია ნოვოსტის“ ციტირებით იუწყება, ამის შესახებ განაცხადა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.
„რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების დესტაბილიზაციის თავიდან ასაცილებლად ჩვენ უნდა მოვაგვაროთ არსებული საკითხები, რაც დღესაც გავაკეთეთ და, გულწრფელად რომ ვთქვა, არცთუ უარყოფითი შედეგით. ჩვენ ჯერ არ განგვიხილავს ყველა პრობლემა, რაც ჩვენი ურთიერთობებისთვის დაბრკოლებას წარმოადგენს, თუმცა შემდგომი თანამშრომლობის კონცეფცია პრეზიდენტებმა უკვე განსაზღვრეს მათი სატელეფონო საუბრის დროს“, – აღნიშნა ლავროვმა.