რუბიო და ლავროვი საკონსულტაციო მექანიზმის შექმნაზე შეთანხმდნენ
1 წუთი კითხვის

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ერ-რიადში გამართული მოლაპარაკებების დროს შეთანხმდნენ, რომ შექმნან საკონსულტაციო მექანიზმი, რომლის მიზანიც რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობებში „გაღიზიანების ფაქტორების“ აღმოფხვრა იქნება. როგორც „არმენპრესი“ Reuters-ზე დაყრდნობით იუწყება, ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა თემი ბრიუსმა განაცხადა.
ორი ქვეყანა ასევე უნდა შექმნას მაღალი რანგის ოფიციალური პირებისგან შემდგარი გუნდები, რომლებიც რაც შეიძლება მალე დაიწყებენ მუშაობას რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დასრულებაზე ისე, რომ ეს იყოს მდგრადი და მისაღები ყველა მხარისთვის.
გარდა ამისა, ოფიციალური წყაროების ინფორმაციით, ლავროვი და რუბიო შეთანხმდნენ, შექმნან საფუძვლები ორ ქვეყანას შორის საერთო გეოპოლიტიკური ინტერესების, ასევე ეკონომიკისა და ინვესტიციების სფეროში მომავალი თანამშრომლობისთვის.