პოლიტიკური

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე რუსეთის სასაზღვრო ჯარების სომხეთ-თურქეთისა და სომხეთ-ირანის საზღვრებიდან გასვლის შესაძლებლობას არ გამორიცხავს

2 წუთი კითხვის

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე რუსეთის სასაზღვრო ჯარების სომხეთ-თურქეთისა და სომხეთ-ირანის საზღვრებიდან გასვლის შესაძლებლობას არ გამორიცხავს

სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე პარუირ ჰოვჰანნისიანი არ გამორიცხავს, რომ საზღვრის დაცვის შესაძლებლობების გაძლიერების შედეგად რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო ჯარები სომხეთ-თურქეთისა და სომხეთ-ირანის საზღვრებიდან გავიდნენ.

„არმენპრესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ პარიურმა ჰოვჰანნისიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, როდესაც შეეხო სომხეთსა და აშშ-ს შორის ხელმოწერილი სტრატეგიული დოკუმენტის იმ მუხლს, რომლის მიხედვითაც, სომხეთში აშშ-დან საბაჟო და სასაზღვრო უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ჯგუფი ჩამოვა, რომელიც სომხ კოლეგებთან ერთად საზღვრის დაცვის შესაძლებლობების განვითარებაზე იმუშავებს.

კითხვაზე, რა იგულისხმება საზღვრის დაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაში, მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ დადგა დრო, სომხეთმა საკუთარი ძალებით შეძლოს თავისი საზღვრების დაცვა.

„მუდამ ეს მესამე ქვეყნის მიერ ხორციელდებოდა, ახლა დროა, რომ ჩვენი საზღვარი თავად ვაკონტროლოთ“, – განაცხადა ჰოვჰანნისიანმა.

ჟურნალისტების კითხვაზე, შეიძლება თუ არა ამის შედეგად სომხეთ-თურქეთისა და სომხეთ-ირანის საზღვრებიდან რუსეთის სასაზღვრო ჯარების სრული გასვლა, მინისტრის მოადგილემ დადებითი პასუხი გასცა.

„რა თქმა უნდა, იდეალურ სამყაროში თითოეულ ქვეყანას უნდა შეეძლოს საკუთარი საზღვრების კონტროლი. ამ შემთხვევაში, საუბარია ჩვენს შესაძლებლობათა გაუმჯობესებაზე შესაბამისი გამოცდილების გაზიარებით“, – აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

14 იანვარს სომხეთსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის წესდების ხელმოწერის შემდეგ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ უახლოეს კვირებში აშშ-დან საბაჟო და სასაზღვრო უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ჯგუფი სომხეთში ჩავა, რათა სომხ კოლეგებთან ერთად საზღვრის დაცვის შესაძლებლობების განვითარებაზე იმუშაოს.

AREMNPRESS

სომხეთი, ერევანი, 0002, მარტიროს სარიანი 22

+374 11 539818
[email protected]
fbtelegramyoutubexinstagramtiktokdzenspotify

ნებისმიერი მასალის სრული ან ნაწილობრივი აღდგენა მოითხოვს "არმენპრესის" საინფორმაციო სააგენტოს წერილობით ნებართვას

© 2025 ARMENPRESS

შექმნილია: MATEMAT