თავისუფლება რუბენ ვარდანიანს და სომეხ ტყვეებს: ჰენრიხ მხითარიანი მხარდაჭერას უცხადებს ბაქოში უკანონოდ დაკავებულ სომხებს

2 წუთი კითხვის

სომხეთის ეროვნული საფეხბურთო გუნდის ყოფილი კაპიტანი და მილანის „ინტერის“ ნახევარმცველი ჰენრიხ მხითარიანი ბაქოში უკანონოდ დაკავებულ მთიანი ყარაბაღის ყოფილი სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობისა და სომეხი ტყვეების მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს.

„არმენპრესის“ ინფორმაციით, მხითარიანმა „ინსტაგრამის“ სთორიში მთიანი ყარაბაღის ყოფილი სახელმწიფო მინისტრის რუბენ ვარდანიანის განცხადება გააზიარა და გამოიყენა ჰეშტეგები „თავისუფლება რუბენ ვარდანიანს: თავისუფლება სომეხ ტყვეებს“.

მთიანი ყარაბაღის ყოფილი პრეზიდენტის, არაიკ ჰარუთიუნიანისა და ყოფილი სახელმწიფო მინისტრის, რუბენ ვარდანიანის სასამართლო პროცესი დაიწყება 17 იანვარს. მათ წინააღმდეგ მძიმე მუხლებით შეთითხნილი ბრალდებებია წარდგენილი.

აზერბაიჯანი ადასტურებს, რომ მის ტყვეობაში 23 სომეხი იმყოფება. ბაქოში უკანონოდ დაკავებულებს შორის არიან მთიანი ყარაბაღის ყოფილი პრეზიდენტები։ არკადი ღუკასიანი, ბაკო საჰაკიანი და არაიკ ჰარუთიუნიანი, ასევე ყოფილი სახელმწიფო მინისტრი რუბენ ვარდანიანი, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით იშხანიანი, თავდაცვის არმიის ყოფილი სარდალი ლევონ მნაცაკანიანი, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ბაბაიანი და თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით მანუკიანი. აზერბაიჯანმა ისინი უკანონოდ დააკავა და 2023 წლის სექტემბერში მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის შემდეგ ყალბი ბრალდებები წაუყენა.

ქართული العربية English Español فارسی Հայերեն Русский Türkçe

მჰერ გრიგორიანმა და ასელ ჟანასოვამ სომხეთ-ყაზახეთის ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს

ეკონომიკის მინისტრმა ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტის 51%-იანი ზრდის შესახებ განაცხადა

დაახლოებით 30-წლიანი პაუზის შემდეგ იუნესკოს წინასწარ ნუსხაში სომხეთის ძეგლების შეტანის პროცესი განახლდა

სომხეთსა და კვიპროსს შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ

სომხეთმა და გაერთიანებულმა სამეფომ თავდაცვის სფეროში 2026-2027 წლების თანამშრომლობის პროგრამას მოაწერეს ხელი

პრემიერ-მინისტრის გამოსვლა სრულიად სომხურ მესამე გლობალურ სამიტზე

რონალდუ პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებში კარიერას ასრულებს

მირზოიანმა არ გამორიცხა, რომ სომხეთმა შესაძლოა 2027 ან 2028 წელს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი წარადგინოს

კუხო-სთან დაკავშირებით ჩვენი ინტერესები ამოწურულია - ნიკოლ ფაშინიანი

არარატ მირზოიანის ბრიფინგი