სომხეთი

სომხეთისა და საქართველოს სამხედრო სასწავლო დაწესებულებებმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი

2 წუთი კითხვის

სომხეთისა და საქართველოს სამხედრო სასწავლო დაწესებულებებმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი

ერევანი, 25 დეკემბერი, არმენპრესი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვითი ინსტიტუტების განვითარების სკოლის „თავდაცვა და უსაფრთხოების უმაღლესი პროგრამის“ მსმენელები და ხელმძღვანელობა, სკოლის დირექტორის მოადგილის, ნიკოლოზ მელქაძის ხელმძღვანელობით, 23-24 დეკემბერს სომხეთის რესპუბლიკას ეწვივნენ.

როგორც „არმენპრესი“ სომხეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება, ადმინისტრაციულ კომპლექსში საქართველოს დელეგაციას თავდაცვის პოლიტიკისა და საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი, ლევონ აივაზიანი შეხვდა. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო სომხეთის თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების პროცესი, ასევე განხილული იყო თავდაცვის სფეროში სომხეთ-საქართველოს თანამშრომლობის პერსპექტივები.

საქართველოს დელეგაცია ასევე სტუმრად იმყოფებოდა თავდაცვის ეროვნული კვლევითი უნივერსიტეტში, სადაც სასწავლებლის ხელმძღვანელმა, გენერალ-მაიორმა ალბერტ ბაღდადიანმა უნივერსიტეტის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია ჩაატარა. თავდაცვის ეროვნული კვლევითი უნივერსიტეტის ხელმძღვანელმა და პროფესორ-მასწავლებელმა პროგრამის მსმენელების კითხვებს უპასუხეს.

სომხეთში ვიზიტის შედეგად, ორი ქვეყნის სამხედრო სასწავლო დაწესებულებების თანამშრომლობის ისტორიაში პირველად, სომხეთის თავდაცვის ეროვნული კვლევითი უნივერსიტეტსა და საქართველოს თავდაცვის ინსტიტუტების განვითარების სკოლას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

AREMNPRESS

სომხეთი, ერევანი, 0002, მარტიროს სარიანი 22

+374 11 539818
[email protected]
fbtelegramyoutubexinstagramtiktokdzenspotify

ნებისმიერი მასალის სრული ან ნაწილობრივი აღდგენა მოითხოვს "არმენპრესის" საინფორმაციო სააგენტოს წერილობით ნებართვას

© 2025 ARMENPRESS

შექმნილია: MATEMAT