საქართველო

საქართველოსა და სომხეთის რკინიგზებმა 2025 წლის ერთობლივი პროგრამები შეათანხმეს

3 წუთი კითხვის

ერევანი, 17 დეკემბერი, არმენპრესი. „სამხრეთკავკასიის რკინიგზა“ და „საქართველოს რკინიგზა“ კომპანიებმა შეაჯამეს 2024 წლის თანამშრომლობის შედეგები და განსაზღვრეს მომდევნო, 2025 წლის გეგმები. შესაბამისი შეხვედრა, რომელშიც ორი კომპანიის დელეგაციები და ხელმძღვანელები, ალექსეი მელნიკოვი და დავით ფერაძე მონაწილეობდნენ, გაიმართა 16 დეკემბერს თბილისში.

როგორც „არმენპრესი“ იტყობინება „სამხრეთკავკასიის რკინიგზის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი საკითხების ფართო სპექტრი. კერძოდ, განხილვის საგანი გახდა 2024 წლის მაისში დებედის მდინარის ადიდების შედეგად დაზიანებული „სამხრეთკავკასიის რკინიგზის“ ინფრასტრუქტურის აღდგენაში „საქართველოს რკინიგზის“ წარმომადგენლების მონაწილეობასთან დაკავშირებული საკითხები. ქართული მხარის მიერ 30 ვაგონითა და თბომავლით დაკომპლექტებული მოძრავი შემადგენლობა იქნა მიწოდებული, ასევე სარკინიგზო თანამშრომლები მივლინებულნი იყვნენ სომხეთში, რათა დახმარებოდნენ წყალდიდობის შედეგების აღმოფხვრაში.

„სამხრეთკავკასიის რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა ალექსეი მელნიკოვმა ქართველ კოლეგას დავით ფერაძეს თანამშრომლობისთვის „თანამშრომლობა, პარტნიორობა“ ორდენით დააჯილდოვა. გარდა ამისა, მაღალი პროფესიონალიზმის, უპრეცედენტო მხარდაჭერისა და წყალდიდობის შედეგების აღმოფხვრაში კოორდინირებული ერთობლივი მუშაობისთვის „საქართველოს რკინიგზის“ 11 მემანქანე და მათი თანაშემწეები დაჯილდოვდნენ „სოლიდარობის“ ორდენით.

„ღრმა მადლობას და პატივისცემას გამოვხატავთ „საქართველოს რკინიგზის“ ხელმძღვანელობისა და მთელი პერსონალის მიმართ გაწეული დახმარებისთვის. 2024 წლის მაის-ივნისში ლორის ოლქში შექმნილ საგანგებო ვითარებამ ფაქტობრივად დაადასტურა საქართველოსა და სომხეთის რკინიგზების მეგობრული და საძმო ურთიერთობები“, - აღნიშნა ალექსეი მელნიკოვმა.

სხვა საკითხებთან ერთად, შეხვედრაზე განხილული იყო ორი კომპანიის 2024 წლის თანამშრომლობის შედეგები, საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვებში კონტეინერული გადაზიდვების ორგანიზება, 2025 წლისთვის სატარიფო პოლიტიკის გაუმჯობესება და მომდევნო წლის ზაფხულის სეზონზე მგზავრთა გადაყვანის ორგანიზების საკითხები.

შეხვედრის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ორმხრივი თანამშრომლობის გაგრძელებისა და პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების მზადყოფნა, რაც ხელს შეუწყობს სარკინიგზო ოპერაციების გაუმჯობესებას. მხარეებმა ასევე შეთანხმდნენ 2025 წლისთვის შეინარჩუნონ 2024 წელს მოქმედი შეთანხმებული სატარიფო განაკვეთები. ქართულმა მხარემ სომეხ პარტნიორებს აცნობა, რომ მიმდინარეობს ახალი „Orion 2“ ბილეთების გაყიდვის სისტემის დანერგვა, რომლის ერთობლივი საცდელი ექსპლუატაცია 2025 წლის აპრილში დაიწყება.

 
 

 

 

ქართული العربية Հայերեն Русский

დავით კარაპეტიანმა და ოლივერ რობინსმა სომხეთ-გაერთიანებული სამეფოს ურთიერთობებთან დაკავშირებული ფართო სპექტრის საკითხები განიხილეს

თურქეთთან ნორმალიზაციის პროცესი გრძელდება։ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტის შეთანხმებულ ტექსტში ე.წ. დერეფნის შესახებ არანაირი მუხლი არ არსებობს։ არარატ მირზოიანი

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების შეთანხმებულ ტექსტში დევნილთა დაბრუნების შესახებ მუხლი არ არსებობს: მირზოიანი

საქართველო ისტორიულ ნაბიჯად აფასებს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების მოლაპარაკებების დასრულებას

ირანმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების პირობებზე მიღწეული შეთანხმება მიესალმა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა სომხეთსა და აზერბაიჯანს სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერისკენ მოუწოდა

საფრანგეთმა იმედი გამოთქვა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი სამშვიდობო ხელშეკრულებას რაც შეიძლება მალე გააფორმებენ

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმება ხელმოსაწერად მზად არის – სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბაქოს განცხადება დაადასტურა

ლუკაშენკო და პუტინი კრემლში მოლაპარაკებებს აწარმოებენ