კაია კალასმა და ჯეიჰუნ ბაირამოვმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დარეგულირების პროცესი განიხილეს
1 წუთი კითხვის

ერევანი, 5 დეკემბერი, არმენპრესი. ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში მაღალი წარმომადგენელი კაია კალასი მალტაში ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში შეხვდა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვს.
„არმენპრესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ კაია კალასმა ჩანაწერი გააკეთა X-ის საკუთარ მიკრობლოგში.
Today, I had a good first meeting with @AzerbaijanMFA Jeyhun Bayramov.
— Kaja Kallas (@kajakallas) December 4, 2024
We discussed the EU-Azerbaijan partnership and the normalisation process between Azerbaijan and Armenia.
I am ready to support all efforts towards sustainable peace in the region. pic.twitter.com/EbRLjzheuJ
„დღეს მქონდა კარგი პირველი შეხვედრა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვთან. განვიხილეთ ევროკავშირი-აზერბაიჯანის თანამშრომლობა და დარეგულირების პროცესი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის. მზად ვარ მხარი დავუჭირო ყველა ძალისხმევას, რომელიც მიმართულია რეგიონში მდგრადი მშვიდობის დამყარებისკენ“, - დაწერა კალასმა.