ევროპა

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა წმინდა საყდარში პაპ ფრანცისკესთან პირისპირ შეხვედრა გამართა

1 წუთი კითხვის

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა წმინდა საყდარში პაპ ფრანცისკესთან პირისპირ შეხვედრა გამართა

ერევანი, 18 ნოემბერი, არმენპრესი. სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა წმინდა საყდარში პაპ ფრანცისკესთან პირისპირ შეხვედრა გამართა.

როგორც „არმენპრესი“ იუწყება, შეხვედრის შესახებ ინფორმაცია პრემიერ-მინისტრმა საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე გაავრცელა.

„წმინდა საყდარში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში პირისპირ შეხვედრა მქონდა მის უწმინდესობა პაპ ფრანცისკესთან“, - დაწერა ნიკოლ ფაშინიანმა და შეხვედრის ვიდეომასალაც გააზიარა.

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მეუღლესთან, ანა აკობიანთან ერთად, სამუშაო ვიზიტით ვატიკანში იმყოფება. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ვიზიტი მოკლევადიანია და ის იმავე დღეს დაბრუნდება.

 
 

 

 

AREMNPRESS

სომხეთი, ერევანი, 0002, მარტიროს სარიანი 22

+374 11 539818
[email protected]
fbtelegramyoutubexinstagramtiktokdzenspotify

ნებისმიერი მასალის სრული ან ნაწილობრივი აღდგენა მოითხოვს "არმენპრესის" საინფორმაციო სააგენტოს წერილობით ნებართვას

© 2025 ARMENPRESS

შექმნილია: MATEMAT