სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და გაეროს უმაღლესმა კომისარმა ხაზი გაუსვეს ზღვაზე გასასვლელის არმქონე განვითარებადი, სატრანზიტო ქვეყნების თანამშრომლობის მნიშვნელობას

2 წუთი კითხვის

ერევანი, 24 სექტემბერი, არმენპრესი. ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა შეხვედრა გამართა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილესთან, უმნიშვნელოვანესი განვითარებადი, ზღვაზე გასასვლელის არმქონე და მცირე კუნძულოვანი განვითარებადი ქვეყნების საკითხებში გაეროს უმაღლეს კომისართან, რაბაბ ფატიმასთან.

„არმენპრესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ იუწყებიან სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან.

მათივე ცნობით, ერევანში გასული წლის დეკემბერში ზღვაზე გასასვლელის არმქონე განვითარებადი ქვეყნების მინისტერიალური შეხვედრის ფარგლებში გამართული განხილვების გაგრძელების მიზნით, არარატ მირზოიანმა და რაბაბ ფატიმამ ხაზი გაუსვეს ზღვაზე გასასვლელის არმქონე განვითარებადი, სატრანზიტო ქვეყნების, ასევე დაინტერესებული საერთაშორისო პარტნიორების თანამშრომლობის შესაძლებლობების მაქსიმალური გამოყენების მნიშვნელობას.

„ჩვენ ნამდვილად გვჯერა LLDC ქვეყნების თანამშრომლობის, პრიორიტეტების წახალისების საფუძვლად დადებული ძირითადი იდეის და ჩვენი პოლიტიკითა და ინიციატივებით ვცდილობთ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ამ დღის წესრიგის წინსვლას“, - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა.

სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე იმსჯელეს სამომავლო ღონისძიებებზე, მათ შორის ბოტსვანაში დაგეგმილი LLDC ქვეყნების გაეროს მესამე კონფერენციის ფარგლებში ახალი ქმედებების გეგმის მიღებაზე. აზრები გაცვალეს LLDC ქვეყნების პრიორიტეტების წახალისების მიზნით სხვადასხვა პლატფორმებზე განსახილველ ინიციატივებზე, ასევე LLDC ჯგუფში შემდეგი თავმჯდომარეობის შესახებ.

 
 

 

 

ქართული English Français Հայերեն Русский

სომხეთმა და აზერბაიჯანმა დააფიქსირეს, რომ მშვიდობის ინსტიტუციონალიზაცია უნდა მოხდეს - ვაჰან კოსტანიანი

სომხეთ-საქართველოს სამართლებრივი ფორუმის ფარგლებში თანამშრომლობის პროგრამა გაფორმდა

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ საქართველოს იუსტიციის მინისტრი მიიღო

აზერბაიჯანში დაგეგმილი ვიზიტისას ორმხრივი ურთიერთობების საკითხები განიხილება - ალენ სიმონიანი

ალენ სიმონიანის ბრიფინგი „მშვიდობის ხიდის“ ინიციატივის მონაწილეებთან შეხვედრის შემდეგ

სომხეთის მთავარმა იძულებითმა შემსრულებელმა საქართველოს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ხელმძღვანელობით შემდგარი დელეგაცია მიიღო

ალენ სიმონიანი „მშვიდობის ხიდის“ ინიციატივის მონაწილეებს შეხვდა

ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს იუსტიციის მინისტრი მიიღო

სომხეთის პარლამენტში შვეიცარიასთან თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ახალი კონსტიტუციით მოქალაქეობის ჩამორთმევის შესაძლებლობის დებულება განმარტა