სომხეთი

ჩვენ სომხეთი განვითარების ახალ ტრაექტორიაზე მივიყვანეთ: პრემიერ მინისტრი

2 წუთი კითხვის

ჩვენ სომხეთი განვითარების ახალ ტრაექტორიაზე მივიყვანეთ: პრემიერ მინისტრი

ერევანი, 5 სექტემბერი, არმენპრესი. სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი დარწმუნებულია, რომ მთავრობამ სომხეთი განვითარების ახალ გზაზე საინვესტიციო პროგრამების წყალობით მიიყვანა.

„არმენპრესის“ ინფორმაციით, ფაშინიანმა ამ პოზიცია მთავრობის სხდომაზე გამოთქვა, სადაც გუშინ ვაიოც ძორის და ზოგადად სხვა ოლქებში ვიზიტების შთაბეჭდილებები გააზიარა.

„ჩემთვის აშკარა და სასიხარულოა, რომ ის საინვესტიციო სახელმწიფო სტრატეგია, რაც გვქონდა მოფიქრებული, სწორი და გამართლებულია. რაც უფრო ფართოვდება რეგიონებში ვიზიტების დიაპაზონი, მით უფრო ვრწმუნდები, რომ მათ შორის ჩვენი საინვესტიციო პროგრამების წყალობით, სომხეთი ეკონომიკურ და ზოგადად განვითარების ახალ ტრაექტორიაზე მივიყვანეთ“, - განაცხადა ფაშინიანმა.

პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ყველა წევრსა და ხელისუფლების ყველა წარმომადგენელს მადლობა გადაუხადა შესრულებული და მიმდინარე სამუშაოებისთვის, თუმცა არსებული პრობლემები არ დაავიწყდა.

მან განსაკუთრებით მშენებლობის სექტორში აღნიშვნილი პრობლემები გამოჰყო: „სასიამოვნოა, რომ ახლა, გარკვეული დროის წინანდელისგან განსხვავებით, უკვე შეგვხვდება სამშენებლო ობიექტები, სადაც ნახევარსაათიანი ვიზიტის დროს ხარვეზები თვალში არ გვეცემა“, - აღნიშნა მან.

 
 

 

 

AREMNPRESS

სომხეთი, ერევანი, 0002, მარტიროს სარიანი 22

+374 11 539818
contact@armenpress.am
fbtelegramyoutubexinstagramtiktokdzenspotify

ნებისმიერი მასალის სრული ან ნაწილობრივი აღდგენა მოითხოვს "არმენპრესის" საინფორმაციო სააგენტოს წერილობით ნებართვას

© 2024 ARMENPRESS

შექმნილია: MATEMAT