ერევანი, 24 ივნისი, არმენპრესი. სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თანაგრძნობა გამოხატა დერბენტსა და მახაჩკალაში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო.
„არმენპრესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ აღნიშნულია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს X-ის მიკრობლოგში გავრცელებულ პოსტში.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ დერბენტსა და მახაჩკალაში მომხდარი ტერორისტული აქტების შესახებ, რომლებმაც უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე იმსხვერპლა. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულების ოჯახებსა და ახლობლებს. კატეგორიულად ვგმობთ ტერორიზმს მისი ყველა ფორმით,“ - აღნიშნულია პოსტში.