ერევანი, 20 ივნისი, არმენპრესი. სომხეთის რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა, საფრანგეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გამართა საფრანგეთის პრეზიდენტის დიპლომატიურ მრჩეველ ემანუელ ბონთან.
„არმენპრესის“ ინფორმაციით, სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა „ფეისბუქში“, საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა, რომ შეხვედრაზე განიხილეს სომხეთ-ფრანგეთის ურთიერთობების განვითარების პროცესი, ასევე თანამშრომლობა ორმხრივ და მრავალმხრივ პლატფორმებზე.
განიხილეს რეგიონალური მოვლენები, რომლის ფარგლებში არმენ გრიგორიანმა გაუზიარა რეგიონალური უსაფრთხოების მდგომარეობა. ამ კონტექსტში განიხილეს ასევე ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები.