სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი დანიის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
2 წუთი კითხვის
ერევანი, 14 მაისი, არმენპრესი. სამუშაო ვიზიტით დანიის სამეფოში მყოფი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი შეხვდა დანიის პრემიერ-მინისტრს მეტე ფრედერიკსენს.
„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აპარატი ავრცელებს. მხარეებმა განიხილეს სომხეთსა და დანიას შორის მრავალსექტორული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
მეტე ფრედერიკსენი მიესალმა სომხეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტს კოპენჰაგენში და ხაზი გაუსვა მისი მთავრობის მზადყოფნას განავითაროს და გააფართოოს თანამშრომლობა სომხეთთან.
პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა მადლობა გადაუხადა თბილი დახვედრისთვის და ხაზი გაუსვა ურთიერთობების განვითარებისთვის თანმიმდევრული ნაბიჯების მნიშვნელობას.
გაიმართა აზრთა გაცვლა ორმხრივი ინტერესის საერთაშორისო და რეგიონული დღის წესრიგის რიგ საკითხებზე. ასევე აღინიშნა მრავალმხრივ პლატფორმებზე თანამშრომლობის მნიშვნელობა.
ნიკოლ ფაშინიანმა მეტე ფრედერიკსენს გააცნო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე სამშვიდობო პროცესი და სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებული მდგომარეობა. რეგიონული კომუნიკაციების განბლოკვის კონტექსტში პრემიერ-მინისტრმა სომხეთის მთავრობის მიერ შემოშავებული პროექტი „მშვიდობის გზაჯვარედინი“ წარადგინა.
ასევე განიხილეს სომხეთსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის საკითხები.
ნიკოლ ფაშინიანმა დანიის პრემიერ მინისტრი მეტე ფრედერიკსენი სომხეთში ოფიციალური ვიზიტით მიიწვია. ქალბატონმა ფრედერიკსენმა სიამოვნებით მიიღო მოწვევა.