ერევანი, 19 მარტი, არმენპრესი. სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მიიღო.
როგორც „არმენპრესი“ იუწყება, სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, პირისპირ საუბრისას, მხარეებმა სომხეთ-ნატოს თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. გაცვალეს აზრები რეგიონულ პროცესებზე, სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ დისკუსიებზე.
ნიკოლ ფაშინიანისა და იენს სტოლტენბერგის შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში გრძელდება.