ერევანი, 5 მარტი, არმენპრესი. სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ეგვიპტის არაბულ რესპუბლიკაში გაემგზავრა.
„არმენპრესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აპარატი ავრცელებს.
ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი პირისპირ შეხვედრას გამართავს ეგვიპტის პრეზიდენტ აბდულ ფატაჰ ალ-სისისთან, შემდეგ კი შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება.
სომხეთის პრემიერ-მინისტრი შეხვედრებს გამართავს ეგვიპტის პრემიერ მინისტრ მუსტაფა მადბულისთან, არაბული სახელმწიფოების ლიგის გენერალურ მდივანთან აჰმედ აბდულ ყეიტთან, კოპტური მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარს, ალექსანდრიის პაპი და წმინდა მარკოზის საყდრის პატრიარქ თავადროს II-თან და ალ-აზჰარის უმაღლესი იმამი, შეიხი აჰმედ მუჰამედ ალ-ტალიბთან.
ვიზიტის ფარგლებში ნიკოლ ფაშინიანი ეგვიპტის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ფედერაციას ეწვევა, სადაც ეგვიპტელ ბიზნესმენებს შეხვდება.