პოლიტიკური

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი კიდევ ერთი ნაბიჯია საბერძნეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების გაღრმავებაში: მიცოტაკისი

2 წუთი კითხვის

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი კიდევ ერთი ნაბიჯია საბერძნეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების გაღრმავებაში: მიცოტაკისი

ერევანი, 27 თებერვალი, არმენპრესი. სომხეთის რესპუბლიკსი პრემიერ-მინისტრის ვიზიტი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია საბერძნეთსა და სომხეთს შორის საუკუნოვანი შესანიშნავი ურთიერთობების გასაძლიერებლად. „არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა სომხეთის პრემიერ-მინისტრთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს განაცხადა.

„ეს ურთიერთობა შეიძლება იყოს უფრო ეფექტური ახალი საერთო გამოწვევების ფონზე, რომელიც ორივე ქვეყნის წინაშე დგას. განსაკუთრებით ახლა, როცა სომხეთი ევროკავშირის მხარდაჭერით აყალიბებს მკაფიო და გამჭვირვალე ინსტიტუტებს, ეს ურთიერთობები ხელს შეუწყობს ახალი ინვესტიციების მოზიდვას“, - განაცხადა კირიაკოს მიცოტაკისმა.

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მან და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის, განსაკუთრებით განახლებადი ენერგიისა და თანამედროვე ტექნოლოგიების საკითხები. ამ ლოგიკით გაფორმდა მემორანდუმი „Enterprise Greece“-სა და „Enterprise Armenia“-ს შორის.

„ჩვენ ასევე ვაფასებთ არსებულ თავდაცვის თანამშრომლობას. ამ მიზნით სპეციალური ხელშეკრულება 2023 წლის დეკემბერში გაფორმდა. ჩვენ ახლა განვიხილავთ, როგორ გავაძლიეროთ სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები. ჩვენ ასევე განვიხილეთ სამხრეთ კავკასიის რეგიონში განვითარებული მოვლენები“ - განაცხადა მიცოტაკისმა.

მისი თქმით, ოფიციალური ათენი მხარს უჭერს „მშვიდობოს გზაჯვარედინი“ ინიციატივას, რომელიც ყურადღებით წარუდგინეს ბერძნულ მხარეს.

წაიკითხეთ სტატია: العربيةEspañolՀայերենРусский
AREMNPRESS

სომხეთი, ერევანი, 0001, აბოვიანი 9

+374 10 539818
[email protected]
fbtelegramyoutubexinstagramtiktokdzenspotify

ნებისმიერი მასალის სრული ან ნაწილობრივი აღდგენა მოითხოვს "არმენპრესის" საინფორმაციო სააგენტოს წერილობით ნებართვას

© 2026 ARMENPRESS

შექმნილია: MATEMAT