ერევანი, 26 იანვარი, არმენპრესი. სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით საქართველოში გაემგზავრება.
„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აპარატი ავრცელებს, რომ საქართველო-სომხეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მორიგი სხდომა 26 იანვარს თბილისში გაიმართება.
ასევე იგეგმება პრემიერ ფაშინიანის პირისპირ შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან.