ერევანი, 19 იანვარი, არმენპრესი. ზაგრებში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის არარატ მირზოიანისა და ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრის გორდან გრლიჩ რადმანის შეხვედრა დაიწყო.
„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ანი ბადალიანმა განაცხადა.
დღის წესრიგშია ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოება, თანამშრომლობა მრავალმხრივ პლატფორმებზე, მათ შორის პარტნიორობა ევროკავშირის ფარგლებში, ასევე რეგიონულ საკითხებია.
მინისტრთა შეხვედრას ერთობლივი პრესკონფერენცია მოჰყვება.