ერევანი, 11 იანვარი, არმენპრესი. სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის რეკომენდაციითა და სომხეთის პრეზიდენტის ვაჰაგნ ხაჩატურიანის ბრძანებულებით ვაჰე გევორგიანი დაინიშნა სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში.
როგორც „არმენპრესი“ იუწყება, შესაბამისი განკარგულება სომხეთის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ვაჰე გრიგორიანი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას 2021 წლის სექტემბრიდან იკავებდა. 2024 წლის 10 იანვარს, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, გევორგიანი გაათავისუფლეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან.