ერევანი, 26 დეკემბერი, არმენპრესი. სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მონაწილეობა მიიღო სანქტ-პეტერბურგში დსთ-ს წევრი ქვეყნების მეთაურების არაოფიციალურ სამიტში.
როგორც „არმენპრესს“ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აპარატიდან აცნობეს, ჯერ შეხვედრის მონაწილეების ფოტო ვიდეო გადაღების ცერემონია გაიმართა, შემდეგ კი მონაწილეებს მიესალმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი.
შეხვედრაზე დსთ-ში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.