პოლიტიკური

რაისმა გამოხატა მხარდაჭერა კავკასიაში კომუნიკაციების გახსნისადმი ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დაცვით

3 წუთი კითხვის

რაისმა გამოხატა მხარდაჭერა კავკასიაში კომუნიკაციების გახსნისადმი ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დაცვით

ერევანი, 21 დეკემბერი, არმენპრესი. ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტმა იბრაჰიმ რაისიმ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან სატელეფონო საუბარში გამოხატა მხარდაჭერა კავკასიაში საკომუნიკაციო გზების გახსნისკენ მიმართული ნებისმიერი ქმედების მიმართ, რომელიც იქნება ყველა ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის პრინციპზე. „არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ ირანის პრეზიდენტის პრესსამსახურში განაცხადეს.

„ირანის ისლამური რესპუბლიკა მხარს უჭერს ნებისმიერ ქმედებასა და პლატფორმას, რომელიც გახსნის სამხრეთ კავკასიის რეგიონში კომუნიკაციის გზებსა და ინფრასტრუქტურას, ამავე დროს პატივს სცემს ყველა ქვეყნის ეროვნულ სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, აფასებს ამას როგორ მშვიდობის გაძლიერებისა და მეზობლების ინტერესების უზრუნველყოფისკენ გადადგმულ ეფექტიან ნაბიჯს“, – განაცხადა რაისიმ.

ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტმა კმაყოფილება გამოთქვა სომხეთსა და ირანს შორის ურთიერთობების განვითარებით და შეთანხმებების განხორციელებით.

იბრაჰიმ რაისიმ შეაფასა კავკასია, როგორც მნიშვნელოვანი რეგიონი, რომელიც საჭიროებს მშვიდობას. მან ასევე აღნიშნა, რომ ეს კავკასია არ უნდა გახდეს გარე ქვეყნების კონკურენციის ველი.

„ირანის საგარეო პოლიტიკა კავკასიის მიმართ დაფიქსირებული და უნდა იქნას უზრუნველყოფილი, რომ კავკასიის რეგიონი არ იქცეს არარეგიონული ქვეყნების კონკურენციის ველად და რომ მისი საკითხები გადაწყდეს ამ რეგიონის ქვეყნების მიერ გარედან ჩარევის გარეშე“, – განაცხადა რაისიმ.

ირანის პრეზიდენტმა ასევე წამატებულად შეაფასა თეირანში გამართული 3+3 პლატფორმის შეხვედრა და მას უწოდა კონსტრუქციული ნაბიჯი რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებაში და რეგიონის ქვეყნებს შორის ურთიერთობების ნორმალიზებაში.

პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა, თავის მხრივ, ირანისა და სომხეთის მაღალი თანამდებობის პირების შორის კონტაქტების გაგრძელება და ზრდა შეაფასა, როგორც ორივე ქვეყნის ნება ორმხრივი ურთიერთობების ყოვლისმომცველი განვითარებისთვის.

მანამდე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აპარატმა განაცხადა, რომ მხარეებმა განიხილეს სომხეთ-ირანის ურთიერთობების დღის წესრიგისა და ორმხრივი შეთანხმებების საკითხები.

AREMNPRESS

სომხეთი, ერევანი, 0002, მარტიროს სარიანი 22

+374 11 539818
contact@armenpress.am
fbtelegramyoutubexinstagramtiktokdzenspotify

ნებისმიერი მასალის სრული ან ნაწილობრივი აღდგენა მოითხოვს "არმენპრესის" საინფორმაციო სააგენტოს წერილობით ნებართვას

© 2024 ARMENPRESS

შექმნილია: MATEMAT