სომხეთის რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანი სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრება
1 წუთი კითხვის

ერევანი, 1 დეკემბერი, არმენპრესი. სომხეთის რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანი არმენ გრიგორიანი 2 დეკემბერს სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქ ვაშინგტონში გაემგზავრება.
„არმენპრესის“ ინფორმაციით, სომხეთის უშიშროების საბჭოს აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია,რომ ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია სომხეთსა და აშშ-ს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების დღის წესრიგის საკითხების განხილვა.