ერევანი, 20 ნოემბერი, არმენპრესი. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო საქართველოს სამხედრო გზაზე რუსეთიდან საქართველოში გამგზავრებას 700-ზე მეტი სატვირთო მანქანა ელოდება. „არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ TASS ჩრდილოეთ ოსეთის სახელმწიფო საგზაო ინსპექციაზე დაყრდნობით იუწყება.
„რიგში დგას 600-ზე მეტი სატვირთო და 100 სამგზავრო მანქანა“, - განაცხადა სააგენტოს თანამოსაუბრემ.
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო გზა 19 ნოემბრიდან ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის გადაკეტილია.