ერევანი, 14 ნოემბერი, არმენპრესი. ბელორუსული მხარის ინიციატივით, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და ბელორუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
„არმენპრესის“ ცნობით, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აპარატი ავრცელებს, რომ განიხილეს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის საბჭოს სხდომის გამართვის საკითხები, რომელიც 23 ნოემბერს ბელორუსის დედაქალაქ მინსკში გაიმართება.
პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა ბელორუსის პრეზიდენტს აცნობა, რომ სხდომაში მონაწილეობას ვერ შეძლებს და იმედი გამოთქვა, რომ კუხო-ს პარტნიორები გაიგებენ გადაწყვეტილებას.