აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ცალსახად უჭერს მხარს სომხეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
როგორც „არმენპრესი“იტყობინება, ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა „ამერიკის ხმის“ სომხური სამსახურის კითხვის პასუხად განაცხადა.
31 ოქტომბერს ლემკინის გენოციდის პრევენციის ინსტიტუტმა გამოსცა „წითელი დროშის გაფრთხილება“, რომელშიც ღრმა შეშფოთება გამოხატა აზერბაიჯანის მიერ სომხეთზე თავდასხმის შესაძლებლობის გამო უახლოეს დღეებში და კვირებში.
„ამერიკის ხმის“ გამოკითხვის საპასუხოდ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა აღნიშნა, რომ „სომხეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ნებისმიერი დარღვევა სერიოზულ შედეგებს გამოიწვევს“.
„შეერთებული შტატები ცალსახად უჭერს მხარს სომხეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ ამ სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ნებისმიერი დარღვევა გამოიწვევს სერიოზულ შედეგებს“,- განაცხადა შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა.