ერევნის დრო: 11:07,   24 მაისი 2024

მირზოიანმა კონსტრუქციული შეფასება მისცა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან ალმათიში გამართულ შეხვედრას

მირზოიანმა კონსტრუქციული შეფასება მისცა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა 
მინისტრთან ალმათიში გამართულ შეხვედრას

ერევანი, 13 მაისი, არმენპრესი. ალმათიში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამ კონსტრუქციულ ატმოსფეროში ჩაიარა. როგორც „არმენპრესი“ იუწყება, ასეთი შეფასება პრესკონფერენციაზე სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა გააკეთა.

„ჩვენმა ბოლო მოლაპარაკებებმა აზერბაიჯანულ მხარესთან კონსტრუქციულ ატმოსფეროში ჩაიარა. ჩემი შეფასება სრულად არის ასახული მხარეებს შორის მოლაპარაკების შემდეგ გავრცელებულ ერთობლივ პრესრელიზში. და ამ დროისთვის ამაზე მეტი საუბრის არც საფუძველი არსებობს და არც მიზანშეწონილობა. პროცესი გრძელდება მიღებული პრინციპების შესაბამისად და იმ პრინციპების შესაბამისად, რაც ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ“, - განაცხადა მან.








youtube

ყველა სიახლე    


სააგენტოს შესახებ

მისამართი: სომხეთი, 0002, ერევანი, სარიანის ქ. 22, არმენპრესი
ტელ.: +374 11 539818
ელ-ფოსტა: contact@armenpress.am