ერევნის დრო: 11:07,   3 ივნისი 2024

არმენ გრიგორიანი დოჰაში ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში კატარის სახელმწიფო ემირის მრჩეველს შეხვდა

არმენ გრიგორიანი დოჰაში ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში კატარის 
სახელმწიფო ემირის მრჩეველს შეხვდა

ერევანი, 21 მაისი, არმენპრესი . 21 მაისს სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი არმენ გრიგორიანი დოჰაში შეხვდა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში კატარის სახელმწიფო ემირის მრჩეველს მუჰამედ ბინ აჰმედ ალ მისნადს.

„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის რესპუბლიკის უშიშროების საბჭო ავრცელებს. 

მხარეებმა განიხილეს სომხეთ-კატარის ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები რამდენიმე მიმართულებით. აღნიშნულის კონტექსტში ასევე ხაზი გაესვა უსაფრთხოების სფეროში შემდგომი თანამშრომლობის მნიშვნელობას.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას, რომლის ფარგლებშიც ხაზი გაესვა შესაძლო საინვესტიციო პროგრამების განხორციელებას.








youtube

ყველა სიახლე    


კვირის ყველაზე წაკითხვადი

სააგენტოს შესახებ

მისამართი: სომხეთი, 0002, ერევანი, სარიანის ქ. 22, არმენპრესი
ტელ.: +374 11 539818
ელ-ფოსტა: contact@armenpress.am