ერევნის დრო: 11:07,   13 მაისი 2024

ნიკოლ ფაშინიანმა და სტეფანო ტომატმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შემდგომ საქმიანობის საკითხები განიხილეს

ნიკოლ ფაშინიანმა და სტეფანო ტომატმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის 
შემდგომ საქმიანობის საკითხები განიხილეს

ერევანი, 19 თებერვალი, არმენპრესი. სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის სამოქალაქო ოპერაციების მეთაური სტეფანო ტომატა მიიღო.

როგორც „არმენპრესი“ იუწყება, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აპარატის განცხადებაზე დაყრდნობით, ნიკოლ ფაშინიანი მიესალმა სტეფანო ტომატის ვიზიტს სომხეთში და ხაზი გაუსვა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ევროკავშირის სამოქალაქო მისიის საქმიანობის მნიშვნელობას. ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ მისიის ეფექტური საქმიანობა ხელს უწყობს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას.

პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა და სტეფანო ტომატმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შედეგები და შემდგომი საქმიანობის საკითხები განიხილეს.

ხაზი გაესვა სომხეთსა და ევროკავშირს შორის მრავალსექტორული თანამშრომლობის მუდმივი განვითარების მნიშვნელობას.








youtube

AIM banner Website Ad Banner.jpg (235 KB)

ყველა სიახლე    


კვირის ყველაზე წაკითხვადი

სააგენტოს შესახებ

მისამართი: სომხეთი, 0002, ერევანი, სარიანის ქ. 22, არმენპრესი
ტელ.: +374 11 539818
ელ-ფოსტა: contact@armenpress.am