ერევნის დრო: 11:07,   27 მაისი 2024

ბაქო აგრძელებს მტრობის გაღრმავების სტრატეგიას: ბაქოს განცხადებებს გამოეხმაურა სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერი

ბაქო აგრძელებს მტრობის გაღრმავების სტრატეგიას: ბაქოს განცხადებებს 
გამოეხმაურა სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერი

ერევანი, 14 თებერვალი, არმენპრესი. სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერი ნაზელი ბაღდასარიანი ოფიციალური ბაქოდან მოსულ არაერთ განცხადებას გამოეხმაურა და და კერძოდ აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი აგრძელებს რეგიონში მტრობის გაღრმავების სტრატეგიას, რაც დესტაბილიზაციის უწყვეტ საფრთხეს წარმოადგენს.

„არმენპრესის“ ცნობით ამის შესახებ ბაღდასარიანმა „ფეისბუქში“, საკუთარ გვერდზე დაწერა:

„ოფიციალური ბაქოს არაერთი განცხადების საპასუხოდ მე უფლებამოსილი ვარ განვაცხადო:

სომხეთის რესპუბლიკის კანონმდებლობა არის სომხეთის რესპუბლიკის საშინაო საქმეები და არც ერთ უცხო ძალას არ აქვს უფლება ჩაერიოს ჩვენი ქვეყნის საშინაო საქმეებში.

რაც შეეხება ტერიტორიულ პრეტენზიებს, სომხეთი იცავს აზერბაიჯანთან საერთაშორისო პლატფორმებზე მიღწეულ შეთანხმებებს, რომ აღიაროს ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობა ალმა-ათას დეკლარაციის საფუძველზე, განახორციელოს საზღვრის სადემარკაციო სამუშაოები ორ ქვეყანას შორის ალმა-ათას საფუძველზე, რეგიონული კომუნიკაციების გახსნა ქვეყნების სუვერენიტეტის, იურისდიქციის, თანასწორობისა და ორმხრივობის პრინციპებზე დაყრდნობით.

აზერბაიჯანი რეგულარულად არღვევს ამ შეთანხმებებს, აგრძელებს აგრესიულ რიტორიკას, ძალის გამოყენებას და ძალის მუქარას, რაც ასევე ეწინააღმდეგება საერთაშორისო პლატფორმებზე მიღწეულ წერილობით შეთანხმებებს.

ამავდროულად, აზერბაიჯანი აგრძელებს სომხეთის რესპუბლიკის 31 სოფლის სასიცოცხლო მნიშვნელობის ტერიტორიების ოკუპაციას.

ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ აზერბაიჯანი აგრძელებს რეგიონში მტრობის გაღრმავების სტრატეგიას, რაც დესტაბილიზაციის მუდმივ საფრთხეს წარმოადგენს.

სომხეთი გააგრძელებს ძალისხმევას მშვიდობის დამყარებისთვის და კვლავ შესთავაზებს აზერბაიჯანს ჯარების გაყვანას 1991 წლის საზღვარზე, რაც იქნება ქვაკუთხედი ნაბიჯი რეგიონში სტაბილურობისა და ურთიერთნდობისთვის.

რაც შეეხება სამშვიდობო ხელშეკრულებას, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეთანხმებულ დოკუმენტის პროექტში უკვე არის შეთანხმებული პუნქტი, რომლის მიხედვითაც მხარეებს არ შეუძლიათ მიმართონ თავიანთ კანონმდებლობას სამშვიდობო ხელშეკრულების რომელიმე დებულების შესრულებაზე უარის თქმის შესახებ.

ვიმეორებთ: სომხეთმა და აზერბაიჯანმა უკვე მიაღწიეს შეთანხმებას ამ საკითხზე და ოფიციალური ბაქოს განცხადებებიც ამ შეთანხმებას ეწინააღმდეგება“.








youtube

ყველა სიახლე    


სააგენტოს შესახებ

მისამართი: სომხეთი, 0002, ერევანი, სარიანის ქ. 22, არმენპრესი
ტელ.: +374 11 539818
ელ-ფოსტა: contact@armenpress.am