ერევნის დრო: 11:07,   26 მაისი 2024

ირაკლი ღარიბაშვილი - კონკრეტული შედეგები მოჰყვა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ინიციატივას

ირაკლი ღარიბაშვილი - კონკრეტული შედეგები მოჰყვა სომხეთსა და აზერბაიჯანს 
შორის სამშვიდობო ინიციატივას

ერევანი, 19 დეკემბერი, არმენპრესი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მისი მთავრობა დაინტერესებულია სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებით და მნიშვნელოვანი წვლილი აქვს ამ მიზნის განხორციელებაში.

როგორც „არმენპრესი“ იუწყება ქართული Agenda-ზე დაყრდნობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, საქართველომ მნიშვნელოვანი მედიაცია გასწია, საქართველოს მთავრობა დაინტერესებულია, რომ რეგიონში დამყარდეს გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა․

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ინარჩუნებს მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებს რეგიონში პარტნიორებთან – აზერბაიჯანთან, სომხეთთან, თურქეთთან.

„მოგეხსენებათ, რომ ორი წლის წინ ჩვენ  დავიწყეთ, ამის თაობაზე დავაანონსეთ და კონკრეტული შედეგებიც კი მოჰყვა სამშვიდობო ინციატივას, როცა ჩვენს აზერბაიჯანელ და სომეხ კოლეგებთან ერთად მივაღწიეთ შეთანხმებას და საქართველომ აქ მნიშვნელოვანი მედიაცია გასწია. ჩვენ რა თქმა უნდა, ვართ დაინტერესებული, რომ რეგიონში დამყარდეს გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა. ამ მიზნის მისაღწევად საქართველო მნიშვნელოვან კონტრიბუციას ახდენს. მინდა, აღვნიშნო, რამდენიმე ხნის წინ საქართველოში იმყოფებოდა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი.გვქონდა უნიკალური შესაძლებლობა, რომ სამივე ქვეყნის ხელმძღვანელებს ერთად გაგვემართა შეხვედრა. ვფიქრობ, ეს იყო ძალიან საინტერესო პრეცედენტი, რომელიც ჩვენ შევქმენით“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.








youtube

ყველა სიახლე    


სააგენტოს შესახებ

მისამართი: სომხეთი, 0002, ერევანი, სარიანის ქ. 22, არმენპრესი
ტელ.: +374 11 539818
ელ-ფოსტა: contact@armenpress.am