ერევნის დრო: 11:07,   29 მაისი 2024

სომხეთი და საფრანგეთი აფართოებენ თანამშრომლობას სამოქალაქო ავიაციის სფეროში

სომხეთი და საფრანგეთი აფართოებენ თანამშრომლობას სამოქალაქო ავიაციის 
სფეროში

ერევანი, 15 მაისი, არმენპრესი. სამოქალაქო ავიაციის კომიტეტში გაიმართა შეხვედრა კომიტეტის თავმჯდომარე მიჰრან ხაჩატრიანსა და სომხეთის რესპუბლიკაში საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ოლივიე დეკოტინიის, სომხეთის რესპუბლიკაში საფრანგეთის საელჩოს ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის ატაშეს უილიამ ბოგისს შორის. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საფრანგეთის რესპუბლიკის სამოქალაქო ავიაციის გენერალური დირექტორატის ევროპასთან, დსთ-სთან და თურქეთთან საერთაშორისო თანამშრომლობაზე პასუხისმგებელი ჟერომ ლიზუღი. „არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის რესპუბლიკის სამოქალაქო ავიაციის კომიტეტი ავრცელებს.

შეხვედრაზე განიხილეს სომხეთსა და საფრანგეთს შორის სამოქალაქო ავიაციის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებისა და გაფართოების საკითხები.

სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიული ადმინისტრაციისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის კომიტეტმა და საფრანგეთის რესპუბლიკის ეკოლოგიის, მდგრადი განვითარების, ტრანსპორტისა და საცხოვრებლის სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის გენერალურმა დირექტორატმა ხელი მოაწერეს ტექნიკურ ხელშეკრულებას ავიაციის სფეროში.

შეთანხმება მიზნად ისახავს სომხეთსა და საფრანგეთს შორის თანამშრომლობის გაფართოებას სამოქალაქო ავიაციის სფეროში შესაბამისი სპეციალისტების მოზიდვით, პროფესიული ცოდნისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლით.








youtube

ყველა სიახლე    


სააგენტოს შესახებ

მისამართი: სომხეთი, 0002, ერევანი, სარიანის ქ. 22, არმენპრესი
ტელ.: +374 11 539818
ელ-ფოსტა: contact@armenpress.am