ერევნის დრო: 11:07,   20 მაისი 2024

სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ბრიტანელ კოლეგას სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესი გააცნო

სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ბრიტანელ კოლეგას სომხეთ-აზერბაიჯანის 
ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესი გააცნო

ერევანი, 8 დეკემბერი, არმენპრესი. ლონდონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი არმენ გრიგორიანი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველს ტიმ ბარონეს შეხვდა.  „არმენპრესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ არმენ გრიგორიანმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე განაცხადა.

„ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნეთ დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული სომხურ-ბრიტანული ურთიერთობების განვითარების სტაბილური დინამიკა, სომხეთის რესპუბლიკის და დიდი ბრიტანეთის სტრატეგიული დიალოგის ოფიციალური დაწყება.

ჩვენ გავცვალეთ აზრები უსაფრთხოების ვითარებაზე ჩვენს რეგიონში და სომხეთის რესპუბლიკის გარშემო. მე წარმოვადგინე სომხეთის ძალისხმევა, რომელიც მიმართულია სომხეთ-აზერბაიჯანული ურთიერთობების ნორმალიზებისა და მშვიდობის დამყარებისკენ,“ - წერს გრიგორიანი.








youtube

AIM banner Website Ad Banner.jpg (235 KB)

ყველა სიახლე    


კვირის ყველაზე წაკითხვადი

სააგენტოს შესახებ

მისამართი: სომხეთი, 0002, ერევანი, სარიანის ქ. 22, არმენპრესი
ტელ.: +374 11 539818
ელ-ფოსტა: contact@armenpress.am