1 წუთი კითხვის
სამუშაო ვიზიტით არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მყოფი სომხეთის შინაგან საქმეთა მინისტრი არფინე სარგსიანი შეხვდა საამიროების პრეზიდენტს, შეიხ მუჰამად ბენ ზაიედ ალ ნაჰიანს.
„არმენპრესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ განცხადებას სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
შეხვედრისას მაღალი შეფასება მიენიჭა ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს, რომლებიც გამოიხატება სხვადასხვა სფეროში მჭიდრო თანამშრომლობითა და მიღწეული წარმატებებით. შს მინისტრმა ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის ლიდერების მნიშვნელოვან როლს ამ ურთიერთობების განვითარებაში.
არფინე სარგსიანმა აღნიშნა საამიროების დიდი როლი მიმდინარე წლის ივნისში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დიალოგისთვის მნიშვნელოვანი პლატფორმის უზრუნველყოფაში და მადლობა გადაუხადა.
მხარეებმა შეთანხმდნენ სომხეთისა და საამიროების შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის დღის წესრიგის განვითარებაზე.