1 წუთი კითხვის
სომხეთის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართა სახელმწიფო ჯილდოების გადაცემის საზეიმო ცერემონია.
„არმენპრესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.
„სომხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღის წინ სახელმწიფო ჯილდოების გადაცემის საზეიმო ცერემონია“, – დაწერა პრემიერ-მინისტრმა და ჩანაწერს თან დაურთო ვიდეოც.