TRIPP-ის შესახებ სომხეთ-აშშ-ის ჩარჩო შეთანხმება 27 ოქტომბერს ეროვნული ასამბლეის პლენარულ სხდომაზე განიხილება

1 წუთი კითხვის

TRIPP-ის პროექტის შესახებ სომხეთ-აშშ-ის სტრატეგიული თანამშრომლობის ჩარჩო შეთანხმების რატიფიცირების თაობაზე კანონპროექტი 27 ოქტომბერს ეროვნული ასამბლეის პლენარულ სხდომაზე განიხილება.

„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ ინფორმაცია „TRIPP სომხეთის“ „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნდა.

„21 ოქტომბერს სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამբლეის საგარეო ურთიერთობათა მუდმივმოქმედ კომისიაში განხილვისა და გამართული კენჭისყრის შედეგად, TRIPP-ის პროექტის შესახებ სომხეთ-აშშ-ის სტრატეგიული თანამშრომლობის ჩარჩო შეთანხმების რატიფიცირების თაობაზე კანონპროექტი ეროვნული ასამბლეის პლენარული სხდომის დღის წესრიგში იქნა შეტანილი.

ამგვარად, პროექტი 27 ოქტომბერს ეროვნული ასამბლეის პლენარულ სხდომაზე იქნება წარმოდგენილი.

აშშ-ში შეთანხმების ძალაში შესვლისთვის აუცილებელი პროცედურები უკვე დასრულდა, ხოლო სომხეთის რესპუბლიკაში მათი დასრულების შემდეგ TRIPP-ის შესახებ ეს საერთაშორისო ხელშეკრულება ძალაში შევა“, - ნათქვამია განცხადებაში.

ქართული English Español فارسی Հայերեն Русский Türkçe

TRIPP-ის შესახებ სომხეთ-აშშ-ის ჩარჩო შეთანხმება 27 ოქტომბერს ეროვნული ასამბლეის პლენარულ სხდომაზე განიხილება

სომხეთისა და საქართველოს გენერალურმა პროკურორებმა თბილისში საერთაშორისო პროფესიული სტრუქტურების ფარგლებში თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს

ფაშინიანი ახალი კონსტიტუციის მიღების პროცესისთვის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას არ გამორიცხავს

ფაშინიანმა აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერის სავარაუდო ვადა დაასახელა

სომხეთი თურქეთთან და აზერბაიჯანთან სომხეთ-თურქეთის საზღვრის გახსნის მიზნით მუშაობს - ფაშინიანი

TRIPP-ის განხორციელება პრაქტიკულ ეტაპზე გადადის - ნიკოლ ფაშინიანი

TRIPP-ის ინფრასტრუქტურის საპროექტო სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით სომხეთის ოფიციალური პირების ჯგუფი სიუნიქის მარზში გაემგზავრა

სურენ პაპიკიანი ჩეხეთის პირველ ვიცე-პრემიერს შეხვდა

სომხეთის პარლამენტის კომისიამ TRIPP-ის შესახებ სომხეთ-აშშ-ის ჩარჩო შეთანხმების რატიფიცირების პროექტს დადებითი დასკვნა მისცა

არარატ მირზოიანი TRIPP-სა და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის რეგულაციებს შორის წინააღმდეგობას ვერ ხედავს